საზოგადოება

„საქართველოში შეიძლება იყოს სამი პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთმანეთს დაუპირისპირდება“

საარჩევნო წელი მმართველმა ძალამ უმნიშვნელოვანესი საკადრო ცვლილებით დაიწყო – შეიცვალა ქვეყნის პირველი პირი, ქვეყანას ჰყავს ახალი პრემიერი – თითქოს ამ მოვლენას ხელისუფლების მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება უნდა შეერბილებინა, მაგრამ საზოგადოებრივი განსჯის საგანი კვლავ საკმაოდ მწვავე თემებია. ამდენად საინტერესოა რასთან გვაქვს საქმე – ეს არის ოპოზიციური ძალების წინასაარჩევნო ტაქტიკა თუ რეალური პრობლემები, რომელსაც გვერდს ვერ ავუვლით. მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ექსპერტი, ვაჟა ბერიძე გვესაუბრება.

-ბატონო ვაჟა, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური დუღილის მაღალ ტემპერატურას შეჩვეულები ვართ, მაგრამ როგორ ფიქრობთ, ამჯერად რამდენად მძაფრი იქნება პოლიტიკური ბრძოლა?

– მიმდინარე წელს ეკონომიკური თუ პოლიტიკური პროცესები წარიმართება საარჩევნო კამპანიის კონტექსტში, ეს ნორმალურია. სადაც ხელისუფლებისთვის ბრძოლაა, იქ დაპირისპირებაც არის. ჩვენი პოლიტიკური გამოცდილების გათვალისწინებით, არც ბრძოლა წესების გარეშეა უცხო, თუმცა დღევანდელი ხელისუფლება გვპირდება, რომ მისი მხრიდან ყველა ნორმა და კანონი იქნება დაცული, რაც მისასალმებელია.

-თუმცა შეტევის ობიექტი არის სწორედქართული ოცნება“, ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზემაგალითად, კამპანიური ხასიათი მიიღო პარტიაქართული ოცნებისსახეების კორუმპირებულობის თემამერთერთ ბოლო განცხადებაში ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ბესელიას და კობახიძის შესახებ ტომები დევს

– თავის დროზე ბესელიამ და კობახიძემ დიდი ტვირთი აიღეს საკუთარ თავზე – მათ შეასრულეს დიდი როლი – ავტორიტარიზმში ამხილეს ყოფილი ხელისუფლება – მათი წყალობთ გახმაურდა, რომ ქვეყნის მესამედი პრობაციონერი იყო და 200 პოლიტპატიმარი ჰყავდა დასავლეთში დემოკრატიის შუქურად აღიარებულ ქვეყანას.

მათ როგორც შეეძლოთ ისე გააკეთეს ეს საქმე და არ არის გასაკვირი, რომ პოლიტიკური მტრების სამიზნედ იქცნენ. შესაძლოა, გათვლა იმაზეა გაკეთებული, რომ რაკი ივანიშვილს დისკრედიტირებული ადამიანები არ უყვარს, მომავალში ისინი პარლამენტში ვერ მოხვდებიან…

მაგრამ გაუგებარია, რატომ აღმოჩნდა ამ მანევრების სათავეში ელისაშვილი, მისგან ამას არ მოველოდი. აქ ისეთი ძალების ალიანსზეა საუბარი, რომელიც არ გამოხატავს ქართული საზოგადოების უმეტესობის პოზიციას, უბრალოდ დასანანია თუ ელისაშვილი ნებით ან უნებლიედ, მათ ინტერესს ატარებს…

საარჩევნო კამპანიიისთვის დამახასიათებელი დრამატრიზმი არ უნდა გაცდეს პოლიტიკური ეთიკის ჩარჩოებს და არ უნდა იქცეს სანახაობად, დაუსაბუთებელი ბრალდებების ბრძოლის ველად.

ბოლოს და ბოლოს, არსებობს მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი მედია და სასამართლო სისტემა, რომლის წარმატებულ რეფორმებზეც ყურები გამოგვიჭედა წინა ხელისუფლებამ; ხოლო დღეს აღმოჩნდა, რომ სასამართლო ხელისუფლება თურმე დასანგრევი ყოფილა.

გაიხსენეთ, მარტო სააკაშვილის ხელისუფლება კი არ ასხამდა ხოტბას სასამართლო სისტემას, იმ დროის საკმაოდ პრესტიჟულ არასამთავრობოებსაც კრიტიკული არაფერი დაცდენიათ – ვგულისხმობ საიას, „სამართლიან არჩევნებს“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“. დღეს ეს არასამთავრობოები წარბშეუხრელად საუბრობენ იმაზე, რომ სასამართლო კორპუსი მთლიანად გადასაგდები ყოფილა და ახალი რეფორმაა საჭირო.

-ცოტა ხნის წინ პროკურატურის პრობლემა იყო აქტუალური, დღეს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემებია წამყვანითემა. ბუნებრივია, არც თუ უსაფუძვლოდ, რადგან არსებობს სერიოზული პრობლემები, მაგრამ თუკი სამართლებრივი ინსტიტუციების დისკრედიტაცია მოხდება, ეს არა მხოლოდ ხელისუფლებას, ქვეყანასაც ხომ არ შეუქმნის სერიოზულ პრობლემას?

– სასამართლო ხელისუფლების ნორმალური ფუნქციონირება მხოლოდ რომელიმე ხელისუფლების პრობლემა კი არ არის, ქვეყნის სახელმწიფოებრიობას აყენებს ეჭვქვეშ – აზდაკის სამართალი უნდა შემოვიღოთ თუ ისევ ქურდებთან წავიდეთ საქმის გასარჩევად?!

ისედაც არსებობს პროკურატურის ნოტარიუსებად ქცეული მოსამართლეების პერობლემა და ეს არასამთავრობოები კიდევ უფრო ამძაფრებენ სიტუაციას.

-ვისი ინტერესი ჩანს? ნაციონალების მიერ შეიძლება იყოს მართული? ანუ, ერთი მხრივ, პოლიტიკურ ფიგურებზე, მეორე მხრივ უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციაზე შეტევა ერთი კამპანიის ნაწილია, რომელიც არჩევნების მოახლოებასთან ერთად შესაძლოა,კიდევ გამრავალფეროვნდეს თუ უბრალოდ დამთხვევაა?

– თავის დროზე „ნაციონალურ მოძრაობას“ დაქვემდებარებული არასამთავრობოების ინტერესი რომ ჩანს, რომლებიც ოდესის გუბერნატორის ინტერესების გამტარებად მოიაზრებიან, გასაგებია…

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, პრეზიდენტ მარგველაშვილის პოზიციაც ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს. ისეთი ერუდირებული და ინტელექტუალი ფიგურა, როგორიც მარგველაშვილია, ნაცვლად იმისა, რომ საკონსტიტუციო რეფორმის ბოლომდე მიყვანის ამოცანას აყენებდეს, რომელიც შუა გზაზეა შეჩერებული, რატომღაც, აღმასრულებელი ხელისუფლების ფუნქციების შეთავსებას ცდილობს და ეს არაერთი მაგალითით დაადასტურა.

რაც შეეხება თემატიკას, კორუფცია იქნება ეს თუ სასამართლო სისტემა ან სხვა, ეს არის პოლიტიკური პროცესის შემადგენელი ნაწილი. ვინ არიან რეჟისორები, ეს ზედაპირზე არ ჩანს, მხოლოდ შეიძლება ვივარაუდოთ, რა ძალები უპირისპირდებიან ერთმანეთს.

ერთ მხარეს არის ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ მეორე მხრივ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბიზნეს წრეებში ისევ სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენები დომინირებენ. ვფიქრობ, უფრო მეტი ყურადღება უნდა დათმობოდა უკრაინული ვიკილიქსის მიერ გამოქვეყნებულ მასალებს – სააკაშვილ-ადეიშვილის საუბარს ვგულისხმობ – დადასტურებული უნდა იქნას ან უარყოფილი, რეალურად რაზე იყო ლაპარაკი.

-ანუ თუ წინა საპარლამენტო არჩევნების დროს გარკვეული იყო ვინ ვის ებრძოდა და უპირისპირდებოდა დღეს ეს ბუნდოვანია და არ ვიცით, რა ძალებზეა საუბარი?

– ხშირად ქართული საინფორმაციო სივრცის მსხვერპლი ვხდებით-ხოლმე. ვიცით, რომ საინფორმაციო სივრცის ნაწილში კვლავ დიდია ყოფილი ხელისუფლების გავლენა და ირაკლი რუხაძის მანევრები „მაესტროსა“ და „იმედთან“ ბევრს ვერაფრს ცვლის – უბრალოდ, გვჯერა იმისი, რა ინფორმაციასაც გვაწვდიან.

რეალურად კი ყველაფერი ცხადი და გასაგებია, საქართველოში დღეს შეიძლება იყოს მხოლოდ სამი პოლიტიკური ძალა, რომელიც ერთმანეთს დაუპირისპირდება, ანუ იმდენი ძალა, რამდენი ფინანსური რესურსიც არსებობს წინასააარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად. ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს საამისო რესურსი და არც მალავს, რომ დაეხმარება „ქართულ ოცნებას“.

მეორეა „ნაციონალუერი მოძრაობა“, რომლის ლიდერიც ისევ ოდესის გუბერნატორია, მისი სატელიტები „გირჩია“ ეს თუ რომელიმე სხვა ახალი პარტია. სხვათა შორის, ჩერნოვეცკისაც ამ სივრცეში მოვიაზრებ.

არის კიდევ მესამე ძალა, რომლებსაც ჯერ დიდი ფული არ უჩანთ, თუმცა აქვთ მხარდაჭერა. ეს არის პროდასავლურ პოლიტიკურ ძალებად ცნობილი პოლიტიკოსების თუ მედიის მიერ პრორუსულად შერაცხული პოლიტიკური მიმართულება – „პარტიოტთა ალიანსი“, ბურჯანაძის პარტია.

-არ არიან პრორუსულები?

– ზოგადად, არ ვარ პროპუსულად და პროდასავლურად პოლიტიკური ძალების დაყოფის მომხრე, რადგან ყველაზე პროდასავლურად აღიარებულმა პოლიტიკურმა ძალამ თავის დროზე ქართული ეკონომიკის სიმაღლეები ჩააბარა რუსეთს.

ნუ მიწყენენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ყველა სხვა ძალის პრეტენზიები ვერ განხორციელდება და ადრე თუ გვიან ან „ოცნებისკენ“ წავლენ ან – ნაციონალებისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აღმოჩნდებიან ბარიერის მიჯნასთან.

ვერ წარმომიდგენია როგორ გადალახავენ ბარიერს ჩერნოვიცკის პარტია ან „გირჩი“. იგივე, პაატა ბურჭულაძის პარტია, მიუხედავად იმისა, რომ კარგი ლიდერი და კარგი ბირთვი ჰყავს, მაგრამ არ აქვს ნიშა ქართულ პოლიტიკაში. ამდენად, ძნელად საპროგნოზოა მათი მომავალი.

-ვალერი გელბახიანი ამბობს, რომ კიდევ ერთი ახალი პოლიტიკური ძალა გამოვა ასპარეზზე ეს არის ირაკლი რუხაძე და ლევან გაჩეჩილაძე. არგუმენტი ასეთია, რომ მათ ხელში უკვე არის ორი ტელევიზია, „მაესტროდაიმედი“. რამდენად ელოდებითასეთ სიურპრიზს? სხვათა შორის, ივანიშვილიც ასე მოულოდნელადდაატყდა თავს“ „ნაციონალურ მოძრაობას“…

– საქართველოში ყველაფერია მოსალოდნელი. ხშირად, გავლენიანი ადამიანები პოლიტიკის ლოგიკის წინააღმდეგ მიდიან და ისეთ ნაბიჯებს დგამენ, რომელიც ექსტრაორდინარული უფროა.

არ გამოვრიცხავ, რომ ასე მოხდეს – პატარკაციშვილების ნაბიჯების ლოგიკა ბოლო დროს აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ცდილობენ ქართულ პოლიტიკასთან მეტი საერთო გამონახონ. ამის უკან სავარაუდოდ, შეიძლება, იდგეს გარკვეული ბიზნეს ინეტერესები.

რაც შეეხება „მაესტროს“ ყიდვას, უფრო გავლენის გაძლიერებასთან გვაქვს საქმე, ვიდრე კონკრეტულ ბიზნეს გარიგებასთან. ზოგჯერ პოლიტიკურ ინტერესზე მეტი შეიძლება იყოს გავლენის გაძლიერება. როგორც წესი, დიდი ფულის უკან ყოველთვის არის დიდი პოლიტიკური გავლენა – ამის უარყოფა არაფრის მომტანია. გავლენის მატერიალიზება პოლიტიკურ ინტერესშიც შეიძლება და ბიზნეს ინტერესშიც.

როგორც ჩანს, პატარკაციშვილების ოჯახმა გავლენის გაფართოება გადაწყვიტა და შემდეგ ეს რაში გამოიხატება, გამოჩნდება. ამერიკაში გაცილებით მეტი მილიარდერი და გავლენიანი ოჯახია, მაგრამ მათი გავლენა ქვეყანას საფრთხეს არ უქმნის – მათ საზოგადოება აკონტროლებს.

ვფიქრობ, საქართველოშიც რაც უფრო მეტი მილიარდერი და გავლენიანი ადამიანი იქნება, უკეთესია. რაც უფრო აქტიურად იქნებიან ბიზნესში ჩართული, მეტი სიკეთის მომტანია, მაგრამ როგორც კი პოლიტიკური ინტერესები ჩაერთვება, საზოგადოებამ უნდა გააკონტროლოს რამდენად არის მათი ინტერესები თანხვედრაში ქვეყნის ინტერესებთან – კანონის უზენაესობის არსებობის პირობებში, ეს შესაძლებელი იქნება.

-იმ პოლიტიკურ გარემოში, რაც ამ ეტაპზე იქმნება, ალბათ, კოალიციაქართული ოცნებისდაშლა არჩევნების წინ წამგებიანი იქნება?

– ვფიქრობ, „ოცნება“ ისევ კოალიციურ რეჟიმში წარდგება, მას არ აქვს ფუფუნება, რომ ამომრჩევლის გრძნობებზე ითამაშოს. გამოიკვეთა, რომ მმართველ ძალას დასავლეთიც ენდობა, თუმცა ისიც ჩანს, რომ ეს ავანსად გაცემული ნდობაა. ამდენად, კოალიცია ისე უნდა წარდგეს, რომ დასავლეთის ნდობა მოიპოვოს, რასაც უდავოდ დიდი გავლენა ექნება არჩევნების შედეგებზე.

ცვლილებები იქნება, მაგრამ ბირთვი არ შეიცვლება „რესპუბლიკელები“ და პარტია „ქართული ოცნება“ ალბათ, კვლავ ერთად დარჩებიან. მათ პოლიტიკური პრაგმატიზმი აიძულებს, რომ ასე მოიქცნენ, თუმცა „ქართულ ოცნებას“ „რესპუბლიკელების“ გარეშეც შეეძლება ხმების მიღება.

For.ge

[wpolling id=”11″ width=”” height=””]