17/05/2024
Latest:
მსოფლიო

JP Morgan-ის ბროკერი კლიენტების გაძარცვის ბრალდებით დააკავეს

Reuters-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, JP Morgan Chase & Co.-ს ყოფილ საინვესტიციო მრჩეველს, მაიკლ ოპენჰაიმს, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, მას შემდეგ რაც კლიენტების ანგარიშიდა 20 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი მოიპარა. ამის მიზეზი კი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება გახდა.

ოპენჰაიმის კლიენტებს წარმოადგენდნენ ისეთი ფიგურები, როგორეგიც არია, მაგალითად, აშშ-ს რაიონალური სასამართლოს მოსამართლე ანალისა ტორესი. გარდა ამისა, ის ემსახურებოდა 500-მდე შეძლებულ ადამიანს და ბანკის ვიცე-პრეზიდენტის წოდებასაც ატარებდა.

პროკურორების განცხადებით, ოპენჰაიმი არწმუნებდა კლიენტებს დაებანდებინათ საკუთარი ფული, ხშირ შემთხვევაში მილიონებიც კი, “დაბალი რისკის” მქონე მუნიციპალურ ობლიგაციებში, პარალელურად კი, კლიენტებისგან მალულად, უბრალოდ საკუთარ ანგარიშზე რიცხავდა.