04/05/2024
Latest:
მსოფლიო

თურქეთში მარიხუანა ლეგალური გახდა

თურქეთის მთავრობამ მარიხუანას სამედიცინო გამოყენების დანერგვისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

Cumhuriyet’s news-ის მიხედვით, ფარმაცევტულმა და სხვა სამედიცინო სააგენტოებმა, რომლებიც ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, საიმპორტო მედიკამენტების სიას ახალი პრეპარატები დაუმატეს. მათ შორის ერთ-ერთია Sativex. მისი ძირითადი ინგრედიენტებია THC (ტეტრაჰიდროკანაბინოლი) და CBD ( კანაბიდოლი).

ეს ორი ინგრედიენი ფიგურირებს მარიხუანას შემცველობაშიც, რომლის გამოყენებაც სამედიცინო სფეროში ნელ-ნელა ინერგება. მისი მთავარი დანიშნულება ქიმიოთერაპიის უარყოფითი ეფექტების შემცირება, ისეთების, როგორებიცაა მადის დაკარგვა, გულისრევა და დეპრესია.