27/04/2024
Latest:
მსოფლიო

კანადის საპარლამენტო არჩევნებში ლიბერალურმა პარტიამ გაიმარჯვა

კანადაში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში ლიბერალურმა პარტიამ გაიმარჯვა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე სტივენ ჰარპერს პარტიის ლიდერი ჯასტინ ტრიუდო ჩაანაცვლებს.

წინასწარი მონაცემებით, პირველად ბოლო 9 წლის განმავლობაში სადეპუტატო მანდატების უმრავლესობა ლიბერალებმა მოიპოვეს.

როგორც “ბიბისი” აღნიშნავს, ჯასტინ ტრიუდო “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლას უჭერს მხარს, თუმცა მიიჩნევს, რომ სირიის ტერიტორიაზე იერიშების მიტანის ნაცვლად კანადა სირიის შეიარაღებულ ოპოზიციას უნდა ეხმარებოდეს.

ჯასტინ ტრიუდოს მამა პიერ ტრიუდო კანადის პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა.

საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, მეორე ადგილს კონსერვატიული პარტია, ხოლო მესამეს – ახალი დემოკრატიული პარტია იკავებენ.

[wpolling id=”7″ width=”” height=””]