01/03/2024
Latest:
ეკონომიკა

“კერძო დაზღვევის მქონე 535 ათას ადამიანზე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა აღარ გავრცელდება”

535 ათასი ადამიანი, რომელიც დაზღვეულია კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამასაც იყენებს, რაც აღარ მოხდება, – ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს” პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ განუცხადა.

მისი განმარტებით, შეიცვლება დაფინანსების მეთოდები, ხოლო შეძლებულ მოქალაქეებს საკუთარ ჯანმრთელობაზე მეტი პასუხისმგებლობა ექნებათ. სააგენტოს კითხვაზე, განიხილება თუ არა სახელმწიფოს მიერ ჯანდაცვის დაფინანსების საკითხის მოქალაქეთა შემოსავლებზე “მიბმა”, ზოიძემ განაცხადა, რომ ამაზე მსჯელობა მიდის.

“ვისაც აქვს კერძო დაზღვევა, ის საყოველთაო დაზღვევას აღარ მიიღებს. კერძო სადაზღვევო კომპანია გადაუდებელი შემთხვევების 90%-ის შემთხვევაში უშვებს: – “ჯერ საყოველთაომ აგინაზღაუროს და რაც დარჩება, აგინაზღაურებ მე”. აი ეს აღარ იქნება. ორმაგი ხარჯი გამოდის. რეალურად 535 ათასი ადამიანი, რომელიც დაზღვეულია კერძოდ, ასევე საყოველთაო ჯანდაცვას იყენებს. აი ეს გაიმიჯნება”, – განუცხადა “ინტერპრესნიუსს” აკაკი ზოიძემ.

წყარო: კომერსანტი