17/05/2024
Latest:
ეკონომიკა

“თუ ესტონურ მოდელზე გადასვლა კომერციულ ბანკებსაც შეეხებათ, ჩვენს ქვეყანაში საბანკო ოაზისი შეიქმნება”

ეკონომისტი ვაჟა კაპანაძე ესტონურ მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით “ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას აცხადებს, რომ უმჯობესია ის თანხები რაც ამ მოდელზე გადასვლისას დააკლდება ბიუჯეტს თანაბრად მოაკლდეს ყველა უწყებას კაპიტალური ხარჯებიდან. ის ასევე ამბობს, რომ ესტონურ მოდელზე გადასვლა საქართველოს საბანკო ოაზისად გარდაქმნის.

 „ჯერ უნდა ვიცოდეთ ბიუჯეტი რამდენს დაკარგავს ცვლილების შედეგად. არ ვიცი, ალბათ ფინანსთა სამინისტროს რაღაც მონაცემები აქვს და პროგნოზს ასე აკეთებს. დღეს ბიუჯეტში უკვე აღარ არსებობს ცნება “დაცული მუხლები”. ამიტომ, ჩემი აზრით, უმჯობესია ყველა უწყებას თანაბრად მოაკლდეს თანხა კაპიტალური ხარჯებიდან. მე მაგალითად, პრემიების, დანამატებისა და მატერიალური წახალისების ფონდს მოვაკლებდი… საინტერესოა კიდევ ერთი საკითხი: ახალ მოდელზე გადასვლა შეეხება თუ არა კომერციულ ბანკებს? თუ შეეხება, მაშინ ჩვენს ქვეყანაში საბანკო ოაზისი შეიქმნება, რადგან ძირითადად, ქონების გადასახადის გადამხდელები საფინანსო ინსტიტუტები არიან. 400 და 500 მილიონი სოლიდური თანხაა და ამ დანაკლისის გამო ბიუჯეტს სერიოზული კორექცია დასჭირდება. რაც შეეხება მოგების გადასახადის ესტონურ მოდელს, ჩვენ მათი გამოცდილება ძირფესვიანად უნდა შევისწავლოთ და გამოვიკვლიოთ. ამ მოდელის მიხედვით, გაუნაწილებელი მოგება არ იბეგრება, იბეგრება მოგება, რომელიც დამფუძნებლებს შორის ნაწილდება. საკითხავია – ეს იქნება თუ არა საკმარისი პირობა, რომ ბიზნესმა დივიდენდებზე უარი თქვას? –  ამის თქმა ძალიან გამიჭირდება. ვფიქრობ, გადაწყვეტილების მიღებამდე კიდევ ბევრი საკითხია შესასწავლი და გამოსაკვლევი“,

– განაცხადა ვაჟა კაპანაძემ.

[wpolling id=”11″ width=”” height=””]