28/04/2024
Latest:
საზოგადოება

ხობში ავტომობილი ტრაილერს დაეჯახა – არიან დაშავებულები

ხობის მუნიციპალიტეტში მსუბუქი ავტომობილი ტრაილერს დაეჯახა. მანქანაში მჯდომი 2 პირი დაშავდა. ისინი მოტეხილობებით კლინიკაში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილში იმყოფებოდა მცირეწლოვანიც, თუმცა ის არ დაშავებულა.

შემთხვევის სავარაუდო მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარეა.

კომენტარის დატოვება