საზოგადოება

ავარია სოფელ ახაშენში – დაიღუპნენ მშობლები და მცირეწლოვანი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში მომხდარ ავარიას დედა, მამა და 4 წლის ბავშვი ემსხვერპლა. ინფორმაციას „მთავარი არხი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, შემთხვევა წუხელ, გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მცირე ტიპის ტრაქტორს შეეჯახა, რის შემდეგაც მოცურდა და ამობრუნდა.

ავტომობილში მყოფი პირები გურჯაანის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა, სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმების გამო, ვერცერთის გადარჩენა მოხერხდა.

ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული. მომხდარის დეტალებს გამოძიება სწავლობს.

კომენტარის დატოვება