18/05/2024
Latest:
საზოგადოება

კორუფცია “ევროპის სახალხო პარტიაში” – რისთვის გადაუხადა კეზერაშვილმა ჯოზეფ დოულს დიდი ოდენობით თანხა

ევროპული საინფორმაციო სააგენტო “world news” სკანდალურ სტატიას აქვეყნებს.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველოსთვის ევროლიბერალიზაცია დაბლოკა, მოსყიდული ევროპის სახალხო პარტიის მეშვეობით! ესპ-ში არსებული გახმაურებული კორუფცია პარტიის ლიდერის  ჯოზეფ დოულის თანამდებობას შეიწირავს!

13 მარტს ესპ-მ სპეციალური დეკლარაცია მიიღო საქართველოზე, სადაც საქართველოს მთავრობას ადანაშულებს, დემოკრატიის დაუცველობაში, სასამართლო სისტემისა და მედიასივრცის შეზღუდვაში.

ესპ-ს პრეზიდენტმა ჯოზეფ დოულმა, ეს შენიშვნები დაასახელა ევროპარლამენტში საქართველოსთვის  ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მიზეზად. ევროპის სახალხო პარტიას ყველაზე დიდი ფრაქცია ჰყავს ევროპარლამენტში და გადაწყვეტილების დაბლოკვა არ გაუჭირდებათ, ევროვიზების გაუქმებას კი საქართველოს მოსახლეობა 15 წელზე მეტია მოუთმენლად ელოდება.

ჯოზეფ დოულმა განაცხადა, რომ დააკვირდებიან  საქართველოს მთავრობის ქმედებას „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში, რომლის ლიდერი საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია.

ევროპელებს კარგად ახსოვთ, რომ 2012 წელს მწვანეთა ფრაქციის წარმომადგენლებმა, ევროპის სახალხო პარტია დაადანაშაულეს  საქართველოს პრეზიდენტის – სააკაშვილისგან მსხვილი დაფინანსების მიღებაში, რომლის სანაცვლოდაც სააკაშვილის რეჟიმის ლობირებას ეწევიან ევროკავშირში.

სააკაშვილმა თავისი მმართველობი პერიოდში თავი გამოიჩინა პოლიტიკური რეპრესიებით, ციხეში სვამდნენ და აწამებდნენ  ვინც კი რეჟიმის წინააღმდეგი იყო. ადამიანების წამებისა და გაუპატიურების ფაქტები, არაერთგზის დააფიქსირეს საერთაშორისი ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა. ამის ამსახველი ვიდეომასალები გავრცელდა სოციალურ ქსელებში. მიუხედავად ამისა, ესპ-ის ხელმძღვანელობა სააკაშვილს დემოკრატიის შუქურას უწოდებდა და ადამიანების წამების ფაქტს მონტაჯად მიიჩნევდა.

2012 წლის შემოდგომით სააკაშვილი საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა, მასობრივი ძალადობისა და მკველელობათა გამო სააკაშვილის მაღალჩინოსნები ციხეში აღმოჩდნენ, ხოლო მიხეილ სააკაშვილმა უკრაინას შეაფარა თავი, სადაც ვაშინგტონის  მხარდაჭერით ოდესის გუბერნატორი გახდა.

29 მარტს ესპ-ს ლიდერი ჯოზეფ დაული თბილისს, საქართველოს დედაქალაქს ესტუმრობდა. მან ციხეებში პატიმრები, სააკაშვილის მაღალჩინოსნები მოინახულა და მათი გათავისუფლება მოითხოვა.  საქართველოს  დღევანდელ ხელისუფლებას  კი დაემუქრა, თუ ამას არ გააკეთებენ  ევროპარლამენტში ვიზალიბერალიზაციის საკითხს შეაჩერებს.

2016 წლის ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებია და სააკაშვილს არ აწყობს ევროინტეგრაციით მიღებული პოლიტიკური დივიდენდები. სააკაშვილს ვიზალიბერალიზაცია თავისთვის უნდა რომ მიიწეროს და ჯოზეფ დაულს საქართველოს მთავრობის შანტაჟისა და ევროპარლამენტში საკითხის დაბლოკისთვის იყენებს.

ჩვენმა იტალიელმა მეგობრებმა , ესპ-ს ფრაქციის წევრებმა  გვაცნობეს, რომ  აპრილში, ჯოზეფ დაული საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს – დავით კეზერაშვილს შეხვდა და სახალხო პარტიის შემდგომი ფინანსირების საკითხი გადაწყვიტეს.  ფრაქციის დახურულ სხდომაზე დაულმა განაცხადა, რომ OSCE  საპარლამენრო ასამბლეის პრეზიდენტად, სააკაშვილის მიერ რეკომენდირებულ გიგი წერეთელს წარადგენენ, ხოლო საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის საკითხს ევროპარლამენტში დაბლოკავენ, ისე რომ საერთოდ არ მოხვდეს ეს საკითხი ევროპარლამენტის დღის წესრიგში. უახლოეს პერიოდში ევროპის სახლხო პარტიის ფრაქცია, ჯოზეფ დაულის კორუფციული გარიგებების და ესპ-ს სხვათა პოლიტიკურ ინტერესებში გამოყენების საკითხს განიხილავს. ჯოზეფ დაულის პოლიტიკური კარიერა შესაძლოა სააკაშვილთან ბინძურ გარიგებებს შეეწიროს!

ნათარგმნია “მარშალპრესის” მიერ