I კვარტალში საწვავის იმპორტი 13 პროცენტით გაიზარდა
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი საწვავის იმპორტის ზრდაზე აცხადებს.
ორგანიზაციის ცნობით, 2016 წლის I კვარტალში ბენზინი და დიზელის იმპორტმა 224,9 ათასი ტონა შეადგინა , რაც 25,4 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 101,4 ათასი ტონა (+14,1 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 123,5 ათასი ტონა (+ 11,3 ათასი ტონით).
ამასთან, საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან – 21,0 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 28,5%-ს შეადგენს.
შემდეგ მოდიან: რუმინეთი – 20,8 ათასი ტონა (28,3%), რუსეთი – 16,9 ათასი ტონა (23,0%), ბულგარეთი – 4,9 ათასი ტონა (6,7%), საბერძნეთი – 4,7 ათასი ტონა (6,4%), თურქმენეთი – 4,0 ათასი ტონა (5,4%), თურქეთი – 0,9 ათასი ტონა (1,2%), უკრაინა – 0,4 ათასი ტონა (0,5%).
წყარო: GBC