03/05/2024
Latest:
მსოფლიო

,,ლესტერის” გაჩემპიონების შემთხვევაში ტოტალიზატორები 10 მილიონ ფუნტს იზარალებენ

კლაუდიო რანიერის “ლესტერი” ძალიან ახლოსაა ისტორიულ წარმატებასთან. ისინი 4 ტურით ადრე “ტოტენჰემს” 5 ქულით უსწრებენ.

ცნობილი ინტერნეტ გამოცემა BBC ,,ლესტერის” ჩემპიონობაზე საინტერესო სტატიას გვთავაზობს.

აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, თუ “მელიებმა” პრემიერ ლიგა მოიგეს, მსოფლიოს მაშტაბით ტოტალიზატორები ჯამში დაახლოებით 10 მილიონ ფუნტს იზარალებენ.

სეზონის დაწყების წინ მათ ჩემპიონობას 5000 ჰქონდა კოეფიციენტი. ახალ წლებზე კი “კუში” 1000-მდე დაეცა.

“ლესტერის” ჩემპიონობაზე სეზონის დაწყებამდე მსოფლიოში 47-მა გულშემატკივარმა გააკეთა პროგნოზი. მათგან 23-მა ნაადრევად გადაწყვიტა თანხის გამოტანა. 24 კი გამარჯვების მოლოდინშია.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში “ლესტერის” გულშემატკივარმა 72 ათასი გამოიტანა. მას თავისი გუნდის ჩემპიონობაზე 50 ფუნტი ედო.