მსოფლიო

რუსეთმა ამერიკიდან სიმინდის იმპორტი შეაჩერა

გასული კვირის ორშაბათს რუსეთმა ამერიკიდან ბარდას და სიმინდის შემოტანა აკრძალა. ამის შესახებ რუს ჟურნალისტებს როსელხოზნადზორის თავმჯდომარის თანაშემწემ ალექსეი ალექსეენკომ შეატყობინა.

ალექსეენკომ „ინტერფაქსის“ სააგენტოსთან საუბრისა  განაცხადა: „ სამშაბათს ღამით ამერიკელ ექსპერტებთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, როსელხოზნადზორის ხელმძღვანელმა სერგეი დანკვერტმა, ოთხშაბათს დილით კრება მოიწვია. შეხვედრაზე  მოამზადეს დოკუმენტი რომლის თანახმადაც 15 თებერვლიდან ამერიკიდან ბარდას და სიმინდის იმპორტი აიკრძალა“.

მისი სიტყვებით თუ ვიმსჯელებთ კომპანამ ძალიან სერიოზული პრეტენზიები წამოაყენა ამერიკიდან შემოტანილ სიმინდში დიპლოდიოზის შემცველობასთან დაკავშირებით. იმპორტირებული ბარდას კი რუსეთი კარანტიში ინახავს.

ჯერჯერობით უცნობია სანამდე გასტან ს ეს შეზღუდვები

ალექსენკომ განაცხადა: „ ამერიკამ უნდა შექმნას სისტემა, რომელიც ჩვენთან შემოსული პროდუქტის უსაფრთხოების გარანტიას იძლევა“

როსელხოზნადზორის წარმომადგენელთა განცხადებით, იანვრის ბოლოს, რუსეთმა ამერიკა გააფრთხილა სიმინდის და ბარდას იმპორტის აკრძალვის შესახებ.