საზოგადოება

ლილოში მდებარე თავშესაფარი თბილისში არარეგისტრირებულ პირებსაც მიიღებს

ლილოში მდებარე თავშესაფარი თბილისში არარეგისტრირებულ პირებსაც მიიღებს. შესაბამისი კომენტარი ჟურნალისტებთან საუბარში თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ გააკეთა.

“დედაქალაქში არსებული მიუსაფრების ძირითადი კონტინგენტი, რასაკვირველია, აღრიცხულია და ის, ვინც კარვებში იყვნენ, გადაყვანილი არიან ცივილურ თავშესაფრებში. თუ დამატებითი მიუსაფარი აღმოჩნდება ქუჩაში, რასაკვირველია, ჩვენი შესაბამისი სამსახურები და საპატრულო პოლიცია ამასთან დაკავშირებით შესაბამის რეაგირებას მოახდენენ. როგორც წესი, საპატრულო პოლიცია ან სასწრაფო დახმარების სამსახურს მოჰყავს შესაბამისი კონტინგენტი ადგილზე, რეგისტრაციას აკეთებს თავშესაფარი და შემდეგ ხდება ამ ადამიანების განთავსება. მე დამატებით გავეცი განკარგულება იმის შესახებ, რომ მიუხედავად იმისა, მიუსაფარი თბილისში, სადმე არის თუ არა რეგისტრირებული, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანი იქნება მიღებული და დროებით განთავსებული, ვიდრე გაირკვევა ამ ადამიანის შემდგომი ბედი”,

– განაცხადა დავით ნარმანიამ.