სხვა

ერევანში სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

სომხეთში, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ასევე იკრიბებიან რესპუბლიკის მოედანზე სომხეთის მთავრობის შენობასთან.

აქციის მონაწილეები აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის შეჩერებას ითხოვენ და აზერბაიჯანისთვის სასაზღვრო ტერიტორიებთან ახლოს მდებარე სოფლების გადაცემის გეგმას აპროტესტებენ. მანამდე, საპროტესტო მოძრაობის ლიდერმა, არქიეპისკოპოსი ბაგრატ გალსთანიანმა განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის პარლამენტში იმპიჩმენტის გზით გადადგომასაც მოითხოვენ.

კომენტარის დატოვება