მსოფლიო

მაიკლ მაკფოლი: პრეზიდენტ ბუშს პუტინისთვის 2008 წლის ომის გამო საკადრისი პასუხი არ გაუცია

ამერიკელმა კონგრესმენებმა, ცნობილ ექსპერტებთან ერთად აშშ-რუსეთის ურთიერთობაზე, რუსეთის სამეზობლო პოლიტიკაზე, მათ შორის საქართველოში რუსეთის ქმედებებზე იმსჯელეს.

მოსმენები – „აშშ-ის პოლიტიკა პუტინის რუსეთთან მიმართებაში“ აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში გაიმართა.
შეხვედრაზე გაკეთდა განცხადება, რომ რუსეთი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის, ყირიმისა თუ დონბასიდან წასვლას არ აპირებს.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ედ როისმა განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის პოზიციასა და ზრახვებზე ნათლად მეტყველებს მისი ქმედებები საქართველოსა და უკრაინაში.

თავის მხრივ, რუსეთში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა მაიკლ მაკფოლმა აღნიშნა, რომ აშშ-ის არასდროს ჰქონდა რუსეთის შეკავებისკენ მიმართული ეფექტური სტრატეგია.

„სიმართლე ისაა, რომ აშშ-ს არასდროს ჰქონდა ეფექტური პოლიტიკა რუსეთის აგრესიის შესაკავებლად მის სამეზობლოში. პუტინი შეიჭრა მეზობელ საქართველოში 2008 წლის აგვისტოში, თუმცა პრეზიდენტ ბუშს პუტინისთვის არც საკადრისი პასუხი გაუცია და არც ინტერვენცია შეუჩერებია“, – განაცხადა მაიკლ მაკფოლმა.

წყარო: ipn.ge