აჭარაში I კვარტალში შიდა ვიზიტორებმა 104 200 ვიზიტი განახორციელეს
15 წლის და უფროსი ასაკის შიდა ვიზიტორებმა 2016 წლის I კვარტლის მონაცემებით, აჭარაში 104 200 ვიზიტი განახორციელეს. ეს მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით 17%-ით არის გაუმჯობესებული.
„საქსტატის“ მონაცემებით, აჭარის რეგიონზე მოდის შიდა ვიზიტების 10,5% და ამ მაჩვენებლით რეგიონებს შორის, აჭარა იმერეთის შემდეგ მეორე ადგილზეა. სტატისტიკური მონაცემებით, სულ რეგიონს პირველ კვარტალში 90 200 შიდა ვიზიტორი ეწვია და ეს მაჩვენებელი ჩამორჩება 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მეორე კვარტლის მაჩვენებელს, როდესაც ვიზიტორების რაოდენობა 110 200–ით განისაზღვრებოდა.
ქვეყნის ტერიტორიაზე შიდა ვიზიტორებმა 2016 წლის I კვარტალში 989 800 ვიზიტი განახორციელეს, და წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 2,5%-ით აღემატება.
“საქსტატის” მონაცემებით, ვიზიტებისას მონახულებული ადგილების საშუალო თვიური განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია: თბილისი – 25,3%, იმერეთი – 22%, აჭარა- 10.5%, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 7,4%, კახეთი – 7,3%, ქვემო ქართლი – 7,1%, შიდა ქართლი – 6,9%, სამცხე-ჯავახეთი – 4,3%, მცხეთა-მთიანეთი – 6,2%, გურია 2%, რაჭა – 0,8%, აფხაზეთი – 0,1%.
ვიზიტორების ხარჯებმა 110,5 მლნ ლარი შეადგინა, საშუალო ხარჯი ვიზიტზე კი 122,9 ლარით განისაზღვრა. საშუალო ხარჯში ყველაზე დიდი წილი მოდის საყიდლებზე (31,3%), კვებასა (23,9%) და ტრანსპორტზე (20%) გაწეული.
ვიზიტორთა 54,4% ვიზიტის შედეგით კმაყოფილია, ძალიან კმაყოფილი 25%, 16,1%- არც კმაყოფილი არც უკმაყოფილო, უკმაყოფილო – 3%, ძალიან უკმაყოფილო – 0,7%, მიჭირს პასუხი – 0,8%.
ვიზიტების უდიდესი წილი 56,3% მეგობრების და ნათესავების მოსანახულებლად განხორციელდა, დასვენების მიზანი კი მხოლოდ 3,4%–ია, შოპინგი – 12,2%, მკურნალობა-გაჯანსაღება – 12,7.