მსოფლიო

მაო ძედუნის გიგანტური ძეგლი მოულოდნელად დაანგრიეს

კომუნისტური ჩინეთის ფუძემდებლის მაო ძედუნის გიგანტური ძეგლი მოულოდნელად დაანგრიეს. როგორც ჩინურ მასმედიაში წერენ ეს ამბავი მას შემდეგ გახდა ცნობილი რაც ფოტოები გავრცელდა.

მჯდომარე ძეგლის ფოტოებმა, რომელიც 37 მეტრის სიმაღლის იყო, მთელი კვირის განმავლობაში მოიცვა ინტერნეტ სივრცე.

ადგილობრივი საინფორმაციო  პორტალის People’s Net-ის განცხადებით, რომელიც მიბმულია კომუნისტური პარტიის პორტალს  People’s Daily-ს, 460 000 დოლარიანი ძეგლის დანგრევის მიზეზი უცნობია.

დაუზუსტებელი ინფორმაციის საფუძველზე ამბობენ, რომ ძეგლი მოხვდა არარეგისტრირებული ძეგლების სიაში.

ინტერნეტ იუზერებს შორის აქტიურად მიმდინარეობს კამათი მაო ძედუნის პროტოტიპზე. ნაწილი მას მილიონობით ადამიანის სიკვდილში და ძალადობაში ადანაშაულებს, ნაწილი კი მას ქვეყნის გამაერთიანებლად და დადებით პიროვნებად თვლის.

მიუხედავად მაო ძედუნისადმი ბრალეულობისა, რომ მან შეიწირა მილიონობით სიცოცხლე, ადგილობრივები კვლავ აფასებენ  მას და მაინც თვლიან ჩინეთის გამაერთიანებლად.