04/05/2024
Latest:
მსოფლიო

მისისიპის შტატში მიიღეს კანონი, რომლითაც ბიზნესს გეი წყვილების მომსახურებაზე უარის თქმა შეეძლება

როგორც „ვაშინგტონპოსტი“ წერს, მისისიპის შტატში მიიღეს კანონი, რომლითაც ბიზენსსექტორს გეი წყვილების მომსახურებაზე უარის თქმა შეეძლება. შტატში შიშობენ, რომ ამ კანონის არ მიღებით, ეკონომიკურ საქმიანობას სამომავლოდ ხელი შეეშლეობდა და ბიზნესს დამატებითი ხარჯის გაწევა მოუწევდა ისეთ სერვისებზე, მაგალითად, როგორიცაა საპირფარეშო, გასახდელი და შემნახველი ოთახები.

ახალი კანონის იცავს იმ რელიგიურ ან/და მორალურ მოსაზრებას, რომ ქორწინება მხოლოდ მამაკაცისა და ქალის კავშირად ითვლება და სექსუალური ურთიერთობა მხოლოდ ასეთი სახის კავშირის შემდეგ უნდა შედგეს, ხოლო ადამიანის სქესი კი მისი დაბადებისას არსებული სქესია.

მისისიპის გუბერნატორის, ფილ ბრაიანტის განცხადებით, აღნიშნული კანონი არ ზღუდავს ნებისმიერი მოქალაქის კონსტიტუციურად გარანტირებულ უფლებებს. მისივე თქმით, კანონი იცავს როგორც რელიგიურ მრწმასს, ასევე მორალურსაც და რელიგიური თავისუფლების გარანტიასაც იძლევა.

სანდრო პირველი