17/05/2024
Latest:
საზოგადოება

მარიხუანა მოტეხილი ძვლების გამთელებას უწყობს ხელს

სახსრის მოტეხილობა გაწუხებთ? მოწიეთ მარიხუანა. სწორედ ასეთ რჩევას აძლევს მოსახლეობას თელ-ავივის უნივერსიტეტი, რომელიც მარიხუანას მოწევის ეფექტის მოტეხილობაზე ზემოქმედებას იკვლევს.

გაზეთ  Bone and Mineral Research-ში წინა კვირას გამოქვეყნებული სტატიის თანახმად მარიხუანას ერთ-ერთი კომპონენტი კერძოდ კანაბიდიოლი მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ძვლის მოტეხილობის მკურნალობას. ასევე აძლიერებს ძვლებს და იცავს მომავალი მოტეხილობისგან.

ეს კვლევა შესაძლოა მკურნალობის ახალი საშუალება გახდეს ძვლებთან დაკავშირებული ტრამვებისთვის, როგორიცაა მაგალითად ოსტეოპოროზი. ოსტეოპოროზის სართაშორისო ფონდის თანახმად, ეს დააავადება ყოველწლიურად 8,9, მილიონ მოტეხილობას იწვევს მსოფლიოს გარშემო.

თელ-ავივის მეცნიერთა ჯგუფმა CBD-ს და THC-ს ზემოქმედება გამოსცადეს თაგვებზე და აღმოაჩინეს კავშირი ჩვენი სხეულების CBD-ის რეცეპტორებს და ძვლის ზრდის სტიმულატორებს შორის.

„კანაბინოიდთან დაკავშირებული ნაერთების კლინიკური პოტენციალი უდაოა, მაგრამ მკურნალობისთვის საჭირო მეთოდების შესამუშავებლად ჯერ კიდევ ბევრი სამუშაო გველის წინ“ – განაცხადა ექიმმა იანკელ გაბეტმა.

კანაბიდიოლით მდიდარ მარიხუანას, ძვლის ზოგიერთი დაავადების განკურნება შეუძლია, მაგრამ არ არის რეკომენდირებული მისი სამედიცინო გზით გამოყენება.

კანაბიდიოლს როგორც სამედიცინო საშუალებას იყენებენ ქრონიკული ტკივილის, ეპილეფსიის და გაფანტული სკლეროზით გამოწვეული ნეოპათიული ტკივილის სამკურნალოდ.

[wpolling id=”11″ width=”” height=””]

bfm.ge