მსოფლიო

ირანი რუსეთთან თანამშრომლობას იწყებს

ირანს და რუსეთს გრძელვადიანი სტრატეგიული ურთიერთობა აკავშირებს, ამის გათვალსწინებით თეირანი თანამშრომლობის საზღვრების გაფართოებას გეგმავს, განსაკუთრებით კი ეკონომიკის სფეროში. ამის შესახებ ირანის უზენაესი ლიდერის მრჩეველმა ალი აკბარ ველაიანტიმ განაცხადა.

„ქვეყნებს შორის არსებული გრძელვადიანი და სტრატეგიული თანამშრომლობა უცვლელი დარჩება, ირანის ისლამური რესპუბლიკა კი მზადაა ნებისმიერ სფეროში დაეხმაროს და თანამშრომლობა გაუწიოს რუსეთის ფედერაციას“ – განაცხადა ველაიანტიმ  РИА Новости-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მრჩეველმა ასევე აღნიშნა რომ ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში ირანის პრეზიდენტმა მოინახულა იტალია და საფრანგეთი, ირანში კი სტუმრად ჩამოსულ ჩინეთის პრეზიდენტს უმასპინძლა.

„ირანს და რუსეთს შორის არსებული თანამშრომლური ურთიერთობის გათვალისწინებით ორივე მხარე  განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს ამ სფეროს, მომავალში კი ამ ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის პრაქტიკული ნაბიჯებიც უნდა გადავდგათ.  განსაკუთრებით ეკონომიკის სფეროში, ამისთვის საჭირო ყველა წინაპირობა კი უკვე არსებობს“ – დაამატა ველიანტიმ.

ალი აკბარ ველაიანტი მოსკოვში გუშინ ჩავიდა, სადაც ის რუსეთის მაღალჩინოსან პირებთან შეხვედრებს გამართავს.

 

bfm.ge

[wpolling id=”11″ width=”” height=””]