საზოგადოება

მარტვილში 14 წლის ბიჭს ავტომობილი დაეჯახა – მოზარდი ადგილზე დაიღუპა

მარტვილში ავტოსაგზაო შემთხვევას 14 წლის მოზარდი ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა. ინფორმაციას „მთავარი არხი” ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, ბიჭი ფეხბურთიდან სახლში ველოსიპედით ბრუნდებოდა, რა დროსაც ჭადრების ხეივნის მონაკვეთზე მას მაღალი სიჩქარით მომავალი BMW-ს მარკის მანქანა დაეჯახა. მოზარდი ადგილზე დაიღუპა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. დაკავებულია 2000 წელს დაბადებული მსუბუქი მანქანის მძღოლი, რომელიც, არსებული ინფორმაციით, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

კომენტარის დატოვება