სხვა

„მე ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს” – მიხეილ სააკაშვილი

მე ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები 5%-იან ბარიერს ვერ გადალახავენ, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას – გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება – ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა  სასამართლო სხდომაზე ვიდეომიმართვისას განაცხადა.

„მე ძალიან ვშიშობ, რომ თუ ასე გაგრძელდა, პატარა პარტიები ვერ გადალახავენ 5%-იან ბარიერს. პრობლემატურია, მათ შორის, მთლიანად ოპოზიციისთვის და ქვეყნისთვის. ეს საფრთხე არის ძალიან რეალური, ამიტომ „ნაციონალურ მოძრაობას“ – „გამარჯვების პლატფორმას“ მოუწევს ერთპიროვნულად გამარჯვება. გამარჯვებაში მე საერთოდ ეჭვი არ მეპარება.

რა მოხდება ამ გამარჯვების მერე? პირველი კანონი, რასაც ჩვენ მივიღებთ, ეს იქნება კანონი საპენსიო სესხების განულების შესახებ. მეორე კანონი იქნება, რომ გავამარტივოთ ქართველების უკან დაბრუნება. მესამე იქნება ბიზნესსტიმულირების ფონდის შექმნა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შევქმნით პირობებს, რომ მცირე ბიზნესები შეიქმნას, ქართველები აღარ წავიდნენ აქედან და ვინც წასულია დაბრუნდნენ.

გლეხები თავისი მიწის ნაცვლად მუშაობენ სხვის მიწაზე და შემედგი კანონი იქნება ის, რომ ყველა სახელმწიფო მიწა გადავა კერძო საკუთრებაში, გლეხებს ექნება შეღავათიანი პირობები მათი გამოსყიდვის, ასევე, ნულ პროცენტზე დავა აგრარული სესხების პროცენტი. შემდეგი კანონი კი იქნება ამნისტია…,“ – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარის დატოვება