27/04/2024
Latest:
სხვა

“მოსკოვის მახლობლად განხორციელებულმა საზარელმა თავდასხმამ შეგვახსენა, რომ ISIS-ი პოტენციურ ძლიერ ძალად რჩება” – ენტონი ბლინკენი

მოსკოვში მომხდარმა თავდასხმამ შეგვახსენა, რომ ე.წ. ისლამური სახელმწიფო რეალურ საფრთხედ რჩება, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

„ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. სამწუხაროდ, შეგვახსენეს, რომ ISIS-ი რეალურ საფრთხედ რჩება. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ჩვენ ამ საფრთხის წინააღმდეგ და მისი შემცირების მიზნით, დიდი შრომა გავწიეთ, რამდენიმე დღის წინ მოსკოვის მახლობლად განხორციელებულმა საზარელმა თავდასხმამ შეგვახსენა, რომ ISIS-ი პოტენციურ ძლიერ ძალად რჩება, რომელთანაც წინააღმდეგობის გაწევა უნდა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა.

 

კომენტარის დატოვება