02/05/2024
Latest:
მსოფლიო

Mercedes-Benz-მა თავისი არსებობის ისტორიაში პიკაპის პირველი მოდელი წარადგინა

საავტომობილო ბიზნესში ყოფნის ერთ საუკუნეზე მეტი დროის განმავლობაში Mercedes-Benz-ს პიკაპი არასოდეს გამოუშვია. მოულოდნელად, პიკაპთან დაკავშირებით კომპანიამ საუბარი გასული წლის მარტში დაიწყო, თუმცა დაინტერესებულ პირებს ავტომობილის პირველად ნახვის საშუალება სამშაბათს, სტოქჰოლმში გამართულ პრეზენტაციაზე მიეცათ.

მოსალოდნელია, რომ X კლასის Mercedes-ის პიკაპი გაყიდვაში მიმდინარე წლის ბოლოს ჩაეშვება და ევროპულ, აფრიკულ, სამხრეთ-ამერიკულ და ავსტრალიურ ბაზრებზე გაიყიდება. საინტერესოა, რომ Mercedes-ის გეგმებში არ შედის აშშ-ის ბაზარი, სადაც მოზრდილი პიკაპის სტილი ავტომობილები დიდი პოპულარობით სარგებლობენ.

Mercedes-მა შექმნა X კლასის ორი ვარიანტი. ერთის დანიშნულება Off-Road-ზე გადაადგილებაა, ხოლო მეორე თავისი მდიდრული ექსტერიერის გათვალისწინებით, უფრო ქალაქში მოძრაობისათვის არის განკუთვნილი.

ავტომობილში ექვსცილინდრიანი ძრავა არის მოთავსებული და ოთხი წამყვანი თვლით გადაადგილდება. Mercedes-ის განცხადებით, ავტომობილი პიკაპების ბაზარზე ფეხს აუცილებლად მოიკიდებს.

აღსანიშნავია, რომ Mercedes-მა ჯიპების სამყაროში ჯერ კიდევ 1979 წელს შეაბიჯა, როდესაც G კლასის ავტომობილი გამოშვება დაიწყო, რასაც 90-იან წლებში ბაზარზე M კლასის ჯიპის გამოჩენა მოჰყვა.

წყარო