04/05/2024
Latest:
მსოფლიო

Microsoft-ი მარიხუანის ლეგალური გაყიდვების ხელშეწყობას იწყებს

აშშ-ის შტატები ერთმანეთის მიყოლებით ახდენენ მარიხუანის ლეგალიზებას, თუმცა ამერიკის კორპორატიული სექტორის გიგანტები ამ დრომდ სიჩუმეს ინარჩუნებენ. მიუხედავად ამისა, ფედერალური მთავრობის მონაცემებით, ქვეყანაში მარიხუანა კვლავ არალეგალური რჩება.

თუმცა, კორპორატიულ ტაბუს Microsoft-ი არღვევს — რამდენიმე დღის წინ, რედმონდელმა გიგანტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იწყებს პროგრამული უზრუნველყოფის გამოშვებას, რომელიც მარიხუანას „დათესვიდან გაყიდვამდე“ უთვალთვალებს.

აღნიშნული პროგრამული უზრუნველყოფა , რომელიც Microsoft-ის ღრუბლოვანი სერვისების ნაწილია, განკუთვნილია იმ ქვეყნებისათვის, რომლებსაც ლეგალიზებული აქვთ მარიხუანის გამოყენება სამედიცინო ან გამაჯანსაღებელი მიზნებით, რათა დაეხმაროს გაყიდვებისა და კომერციის ანგარიშში, ამავე დროს, ყველა დაარწმუნოს, რომ ეს ყველაფერი ლეგალურია და დღის სინათლეზეა გამოტანილი.

ამჟამად, მხოლოდ პატარა ბანკები სთავაზობენ ანგარიშებს იმ კომპანიებს, რომლებიც მარიხუანას თესენ ან ყიდიან. მაიკროსოფტი ბიზნესის ამ სეგმენტს არ შეეხება. ერთი მხრივ, მაიკროსოფტის შესვლა ამ სფეროში ნიშნავს იმას, რომ იწყება იმ ბიზნესის ინფრასტრუქტურის ლეგიტიმურობის ზრდა, რომელიც ძალზე სწრაფად იზრდება და დიდ ყურადღებას იქცევს, როგორც ცუდი, ისე კარგი თვალსაზრისით.

წყარო:  The New York Times