07/05/2024
Latest:
საზოგადოება

მომხმარებელმა, შესაძლოა, ნაყიდი პროდუქციის უკან დაბრუნება შეძლოს

მომხმარებელმა შესაძლოა ნაყიდი პროდუქციის უკან დაბრუნება შეძლოს. საკითხს მომხმარებელთა შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელსაც დღეს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე ამბობს, შესაძლოა, მომხმარებელთა ომბუდსმენის ინსტიტუტიც შეიქმნას.

“ერთ-ერთი პირობა არის ის, რომ მომხმარებელს შეეძლება ნაყიდი პროდუქცია მიუბრუნოს უკან ორგანიზაციას. აქედან გამომდინარე არის მთელი რიგი კითხვები, მაკონტროლებელი ვინ უნდა იყოს, ამ კუთხის ომბუდსმენს უნდა ჰქონდეს რეკომენდაციის მიცემის უფლება”,-განაცხადა ზურაბ ტყემალაძემ.