17/05/2024
Latest:
ეკონომიკა

საქართველოსადმი რუსი ტურისტების ინტერესი იზრდება

საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა მზარდია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2015 წელს საქართველოს 925 061 რუსი მოგზაური სტუმრობდა, 2014 წელს კი 811 621 მოგზაური. შესაბამისად, 2015 წელს 2014 წელთან შედარებით, საქართველოში რუსი მოგზაურების რაოდენობა 14 %-ით გაიზარდა.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, 2013 წელს საქართველო 767 ათას 396 რუსმა მოგზაურმა მოინახულა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2014 წელს 2013 წელთან შედარებით საქართველომ 6 %-ით მეტი რუსი ტურისტი მიიღო. 2013 წელს 2012 წელთან შედარებით საქართველოში რუსი ტურისტების რაოდენობა 49 %-ითაა გაზრდილი. 2012 წელს 2011 წელთან შედარებით კი 85 %-თ, 2011 წელს 2010 წელთან შედარებით ზრდა 63 %-ია.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2016 წლის იანვარში 2015 წლის იანვართან შედარებით საქართველოში რუსი მოგზაურების რაოდენობა 10 %-ითაა გაზრდილი.

წყარო