10/05/2024
Latest:
საზოგადოება

მორიგი გამოგონება და ახალი სოციალური პროექტი სტუდენტებისგან

მორიგი გამოგონება და ახალი სოციალური პროექტი სტუდენტებისგან!
ჯიტას ორგანიზებული ჰაკათონში პირველი ადგილი აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების გამოგონებამ – უსინათლოების სათვალემ აიღო!
სათვალე მომხმარებელს წიმააღმდეგობებს ვიბრაციით ატყობინებს და ასე ეხმარება გზის გაკვლევაში.
სტუდენტებმა სათვალე 48 საათის განმავლობაში ააწყეს.
გამოგონება აგრარული უნივერსიტეტის ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდეტბებს, ანი ლელაშვილს, გიორგი დიღმელაშვილსა და ანდრო ლომინაძეს ეკუთვნით.
გუნდში ასევე იყვნენ თსუ-ს სტუდენტები – ელენე საჯაია, შაკო არევაძე და 126-ე საჯარო სკოლის მოსწავლე ნიკა დევაშვილი;
პირველი ადგილის გარდა, გამოგონებამ საუკეთესო დიზაინის ნომინაციაშიც გაიმარჯვა.