30/04/2024
Latest:
საზოგადოება

ვის რამდენის გადახდა მოუწევს ავტომობილის ფლობისთვის

ფიზიკური პირი, რომლის წლიური შემოსავალი 40 000 ლარზე მეტია, მის საკუთრებაში მყოფ მსუბუქ ავტომობილზე ქონების გადასახადს გადაიხდის.

ცვლილებას საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტშია ინიცირებული.

კანონის პროექტის თანახმად, ქონების გადასახადის წლიური განაკვეთი დიფერენცირებულია ავტომობილის ასაკის მიხედვით და განისაზღვრება ლარებში.

პირი, რომელიც 1 წლამდე ასაკის მანქანას ფლობს, წლიურად 500 ლარს გადაიხდის, 1-დან 5 წლამდე ასაკის ავტომობილის ფლობის შემთხვევაში 240 ლარს, 5-დან 10 წალმდე ასაკის ავტომობილზე – 120 ლარს, 10 წლის ზემოთ ასაკის მანქანაზე 60 ლარს.