27/04/2024
Latest:
გალერეასაზოგადოება

მსოფლიოს 5 ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ქვეყანა

“რეპუტააციის ინსტიტუტის” მიერ ჩატარებული უახლესი ონლაინ კვლევის მიხედვით, გამოიკვეთა 16 განსხვავებული ფაქტორი იმისა, თუ რამდენად დაცული და მიმზიდველია ქვეყანა ტურისტებისთვის, რამდენად მეგობრული და სტუმართმოყვარეა ადგილობრივი მოსახლეობა, როგორია ქვეყნის პოლიტიკური განვითარების დონე და ხელისუფლება. კვლევისას დიდი რვიანის ქვეყნებში 48 000-ზე მეტი მცხოვრები გამოიკითხა, რომლის შედეგადაც საცხოვრებლად და ვიზიტისთვის 5 საუკეთესო ქვეყანა დასახელდა.

შვედეთი

სტოკჰოლმი,შვედეთი

შვედეთი ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე ქვეყნად დასახელდა, დაცულობის, სტუმართმოყვარეობისა და სილამაზის გამო. შვედეთს მონაწილეობა არ მიუღია მეორე მსოფლიო ომში და დღესაც ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს, რაც გამოკითხულთა აზრით, მის მშვიდობიან პოლიტიკას უსვამს ხაზს.

“შვედეთში ცხოვრება ბედნიერებაა, იმიტომ რომ ის არის თავისუფალი ქვეყანა და ერთ-ერთი ყველაზე სტუმართმოყვარე და საიმედო თავშესაფარი მთელ ევროპაში,”- ამბობს ამერიკაში დაბადებული ბრიტანეთის მოქალაქე, რომელიც ამჟამად შვედეთში ცხოვრობს.

ყველაზე მეტი ემიგრანტი სტოკჰოლმში ფიქსირდება, სადაც სახელმწიფო და ბიზნეს სექტორი იყრის თავს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ცხოვრების დონე მაღალია, ბევრი შვედი სადილობს სახლში, უარს ამბობს ავტომობილზე და სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

კანადა

კანადელები პოზიტიურად აფასებენ თავიანთ ქვეყანას. მათ მოსწონთ, რომ ხელისუფლება აგრძელებს თავის ღია პოლიტიკას, რომელიც გულისხმობს სირიელი ემიგრანტებისთვის თავშესაფრის მიცემას.

კანადაში სამოქალაქო თავდაცვა მაღალ დონეზეა, რაც ქვეყნის უსაფრთხოებაზე პირდაპირ აისახება. გარდა ამისა, მისი მულტიკულტურალიზმი დამახასიათებელი და მიმზიდველია ტურისტებისთვის.

შვეიცარია

ბუნების სილამაზის გარდა, შვეიცარიის პოპულარობისა და მიმზიდველობის განმაპირობებელი ფაქტორებია სტუმართმოყვარე მოსახლეობა, პროგრესული ხელისუფლება, კულტურა და ეკონომიკა.

ავსტრალია

ავსტრალიაში იარაღი რამდენიმე დეკადის წინ აიკრძალა, რის შედეგადაც ძალადობა საგრძნობლად შემცირდა ამბობს წარმოშობით ინდოელი მელბურნის მცხოვრები.

მელბურნი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების თვალსაზრისით მოწინავეა, რადგანაც ის მთლიანად ფარავს ქალაქის ცენტრსაც და გარეუბნებსაც, არის კომფორტული და სწრაფი.

სიდნეი ეკონომიკით უსწრებს ბევრ მსოფლიოში განვითარებულ ქალაქს. გამოკითხულთა აზრით, ავსტრალიაში ცხოვრება საკმაოდ მიმზიდველია საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ეკონომიკისა და ხელისუფლების მიერ გატარებული განათლების რეფორმების გამო.

ნორვეგია

ხელოვნების ქვეყანა, რომელიც მუდმივად ინარჩუნებს თავის რეპუტაციას მსოფლიოში.

“გენდერული ბალანსი დაცულია, ხალხი – მეგობრული, ლანშაფტი კი სუნთქვისშემკვრელია,”– ამბობს ერთ-ერთი კვლევაში მონაწილე.
ნორვეგიელები თავიანთი ცხოვრების სწრაფი სტილის მიუხედავად დიდ დროს ატარებენ სუფთა ჰაერზე სეირნობაში, უყვართ თხილამურებით სრიალი და კლდეზე ცოცვა.

წყარო: allnews.ge