02/05/2024
Latest:
საზოგადოება

სოფელ ომალოში 3 კაცი დაჭრეს

თუშეთის სოფელ ომალოში სამი კაცი დაჭრეს. ყველა დაზარალებული კლინიკაშია გადაყვანილი. ინფორმაციას „მთავარი არხი” ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფაქტს წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელში ქორწილისა და ნათლობის სუფრები იყო გაშლილი, რა დროსაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ კაცებს შორის სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა.

ერთ-ერთი დაჭრილი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, მეორე კი ყამბარაშვილის კლინიკაშია მოთავსებული. მესამე კაცი ჯანმრთელობის რთული მდგომარეობის გამო, თბილისში გადაიყვანეს.

ჭრილობები დაშავებულებს ცივი იარაღით აქვთ მიყენებული.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 126-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და ძალადობას გულისხმობს. დაკავებულია 1 პირი.

კომენტარის დატოვება