24/02/2024
Latest:
მსოფლიო

მსოფლიოს წამყვანი ეკონომისტები ოფშორული ზონების ლიკვიდაციას ითხოვენ

მსოფლიოს 300-ზე მეტმა ცნობილმა ეკონომისტმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონსა და სხვა სახელმწიფოს ლიდერებს თხოვნით მიმართა, დაუყოვნებლივ გაუქმდეს ოფშორული ზონები.

როგორც ეკონომისტთა წერილშია აღნიშნული, ოფშორული ზონები მსოფლიოში კორუფციის ზრდას უწყობს ხელს და საერთაშორისო კომპანიებს სხვების ხარჯზე ფინანსური მოგების საშუალებას აძლევს.

მიმართვას ხელს აწერენ ნობელის პრემიის ლაურეატი აგნუს დიტონი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილი მთავარი ეკონომისტი ოლივიე ბლანშარი და სასექსის უნივერსიტეტის პროფესორი მარიანა მაცუტაო.

გასულ თვეს უცხოური მედიით პანამური იურიდიული კომპანიის Mossack Fonseca-ს მილიონობით დოკუმენტი გამოქვეყნდა, რომლის თანახმად, კომპანია საერთაშორისო კლიენტებს სანქციებისთვის თავის არიდებასა და გადასახადების დამალვაში ეხმარებოდა.

დოკუმენტებში 72 მოქმედი და ყოფილი სახელმწიფოს ლიდერების, მაღალჩინოსნების, ბიზნესმენებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა სახელები ფიგურირებდა.

წყარო: Bpn.ge