02/05/2024
Latest:
საზოგადოება

“მთავრობამ, კარგად იცის რომ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს სფფ-ს საქმეში და ამას მოქმედებით დაამტკიცებს“

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, თუ ფედერაციას სახელმწიფოს მხრიდან მათ საქმეებში ჩარევის ფაქტებზე გააჩნიათ ეჭვები, შეეძლოთ სამინისტროსთვის მიემართათ. ეს განცხადება მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ ეTერში გააკეთა.

მინისტრი განმარტავს, რომ რაც ფედერაციამ UEFA-ს წარუდგინა, არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ სახელმწიფო ერევა მათ საქმიანობაში.

„უცნაურია, რომ ამ წერილის აბსოლუტურად სხვა ინტერპრეტაცია ხდება და ვთქვა, რომ ხდება წერილის შინაარსის სრულიად სხვა მხრიდან განხილვა. იმიტომ, რომ როგორც წერილის შინაარსიდან ჩანს, მანამდე ფედერაციამ მიმართა და თუ მსგავს ფაქტებზე ეჭვები ჰქონდათ, მოემართათ ჩვენთვის და ჩვენ მივიღებდით შესაბამის ზომებს. წერილში პირველ რიგში ჩანს, რომ ფეხბურთის ფედერაცია არის ვალდებული დაიცვას წესდება და მოქმედი წესდების მიხედვით იმოქმედოს. ეს პირველი და მთავარი. მეორე – რაც მათ წარუდგინეს, არ არის საკმარისი მტკიცებულება იმისთვის, რომ სახელმწიფო ერევა და არის დამატებითი იფორმაცია, რომ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს. ეს ყველამ იცის კარგად და ვინ ვინ და ამ საკითხებში საქართველოს მთავრობამ, ძალიან კარგად იცის და ამას დაამტკიცებს თავისი მოქმედებით“, – განაცხადა ხეჩიკაშვილმა.

მან ასევე დასძინა, რომ მათ უკვე გაუგზავნეს საპასუხო წერილი ფედერაციას, რომელის ნახვაც და მათი პოზიციის გაცნობა, ფეხბურთის გულშემატკივრებს მათ ვებ-გვრდზე შეუძლიათ.

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო საქართველოს ფეხბურთის ფედერეციისგან სავარაუდო ზეწოლის ფაქტების მიწოდებას ითხოვს.

სპორტის სამინისტრო UEFA-ს და FIFA-ს მიმართ ღრმა პატივისცემას გამოთქვამს და ფეხბურთის მმართველ ორგანოებთან, ქართული ფეხბურთის განვითარების მიმართულებით მჭიდრო თანამშრომლობის სურვილს ადასტურებს.

უწყება წერილში, რომელიც UEFA-ს გენერალური მდივნის სახელზე გაიგზავნა სფფ-ს, სამთავრობო ორგანოებისგან სავარაუდო ზეწოლასთან დაკავშირებული ფაქტების მიწოდებას სთხოვს, რათა მათ უმოკლეს ვადაში მოხდინონ პრევენციული ზომების მიღება.

„რაც შეეხება სამთავრობო ორგანოებისგან სავარაუდო ზეწოლასთან დაკავშირებულ ფაქტებს, გთხოვთ დაუყონებლივ მოგვაწოდონ თქვენს ხელთ არსებული ყველა მასალა და ინფორმაცია (მათ შორის UEFA-სთან წარმოებული კორესპონდენცია), რათა მსგავსი ფაქტების არსებობის შემთხვევაში ჩვენს მიერ უმოკლეს ვადებში იქნას გატარებული რადიკალური და პრევენციული ზომები.

და ბოლოს, გვინდა სახელმწიფოს სახელით დავადასტუროთ ღრმა პატივისცემა UEFA-სა და FIFA-ს მიმართ და გამოვთქვათ უპირობო, მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი ფეხბურთის მმართველ ორგანოებთან ქართული ფეხბურთის განვითარების მიმართულებით“, – ნათქვამია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს წერილში.