სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველი მონაკვეთი ზაფხულში გაიხსნება
სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველი მონაკვეთი ზაფხულში გაიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ.
სამტრედია-გრიგოლეთის გზის I მონაკვეთი ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისსა და გაუწყინარს გაივლის.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, პროექტის დასრულების შემდეგ, მოძრაობა კომფორტული გახდება, გაიზრდება უსაფრთხოების დონე, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.
მათივე ცნობით, სამშენებლო სამუშაოები საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ გიორგი სეთურიძემ და მისმა მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა დაათვალიერეს.
პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკრაინული კომპანია Road Building ALTCOM” ახორციელებს.