მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით გზაზე მეწყრული პროცესები განვითარდა, რის გამოც, მოძრაობა შეჩერებულია
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურიდან ტბა ტობავარჩხილის მიმართულებით გზაზე განვითარებული მეწყრული პროცესის გამო, ავტოსატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეზღუდულია. ინფორმაციას „სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარე” ავრცელებს.
„სამეგრელო-ზემო სვანეთი სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიმართვის საფუძველზე ადგილზე იმყოფებოდნენ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები, ველოდებით შესაბამის დასკვნას, რის შემდეგაც გატარდება რეკომენდაციით გათვალისწინებული ღონისძიებები”, – ნათქვამია ინფორმაციაში.