03/05/2024
Latest:
საზოგადოება

”ნაცმოძრაობა” უნდა შეეგუოს, რომ ვერასოდეს იქნებიან გამარჯვებული ხალხზე, რომელზეც ძალადობდნენ”

ნაციონალური მოძრაობა” უნდა შეეგუოს, რომ ვერასოდეს იქნებიან გამარჯვებული იმ ხალხზე, რომელზეც წლების განმავლობაში ძალადობდნენ, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების” ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

ბესელიამ აღნიშნა, ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაანონსებული აქციები თუ გამოსვლები გამოხატვის თავისუფლებაში უნდა ჩაჯდეს და ამ უფლების უზრუნველყოფა ქვეყანაში დაცულია.

”შანტაჟის და ულტიმატუმის ენით საუბარი არის აბსოლუტურად მიუღებელი”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.