მსოფლიო

ნავთობის ფასი 2%-ით გაიზარდა

ნავთობის წარმოების შემცირებაზე გაკეთებული განცხადებები, უკვე ერთი კვირაა პროდუქციის ფასს დინამიკაში ზრდის. გუშინ ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი ერთბაშად 2%-ით გაიზარდა და ბარელზე მისმა ღირებულებამ 36 დოლარს მიაღწია. საინტერესოა, რომ 11 თებერვლის შემდეგ, როცა ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი 30 დოლარზე ნაკლები ღირდა, დღეის ჩათვლით მისი ღირებულება 17%-ით არის გაზრდილი.

ნავთობმწარმოებელი ქვეყნების პათოსს შეამცირონ პროდუქციის მაჩვენებელი არ უერთდება ომანი და მეტიც, ქვეყანა წარმოების მაჩვენებელს რეკორდულ ნიშნულამდე ზრდის. ომანის ნავთობის და გაზის მინისტრის განცხადებით,  საშუალო დღიური მოპოვება უკანასკნელი სამითვის მანძილზე 1 მილიონ ბარელს აჭარბებს.

ომანის ნავთობისა და გაზის მინისტრმა ადრე მზადყოფნა განაცხადა ნავთობისმოპოვების შემცირებაზე 100 ათასი ბარელით დღეში, იმ შემთხვევაში თუ ოპეკშიშემავალი და არ შემავალი ქვეყნები მიაღწევენ საერთო შეთანხმებას ნავთობისმოპოვების შემცირებაზე.

ზოგადი ნავთობის გაიაფების ფონზე კი რუსეთი ბენზინზე აქციზს აძვირებს. მედიასაშუალებების ცნობით, პირველი აპრილიდან რუსეთში გაზრდილი აქციზის გადასახადი ამოქმედდება, რაც ბენზინზე ფასებს დაახლოებით 7%-ით გაზრდის.

ფორექსის ბაზრის მოკლე მიმოხილვა:

დღეს  დოლართან მიმართებაში ძირითადი ვალუტები შემდეგნაირადგამოიყურებიან:

  • ევრო შემცირდა დოლართან მიმართებაში და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 1,0871მიმდინარეობს.
  • გამყარდა ფუნტი სტერლინგი  დოლართან მიმართებაში  და ვაჭრობა 1,3928 ნიშნულთან მიმდინარეობს.
  • დოლარი გამყარდა იაპონურ იენასთან და ვაჭრობა 112.85 ნიშნულთან მიმდინარეობს

ძვირფას ლითონებზე დღეს შემდეგი სურათია:

  • ოქროზე ფასმა მოიმატა 0.66 %-ით და ვაჭრობა 1242.50 ნიშნულთან მიმდინარეობს.
  • მოიმატა ვერცხლის ფასმა 0,05 %-ით და ბოლო მონაცემებით ვაჭრობა 14.93 ნიშნულთან მიმდინარეობს.

ნედლი ნავთობის ფასმა მოიმატა 1.39%-ით და ბარელზე შეადგინა 34.22 დოლარი.

 

Admiral Market Georgia-ს ანალიტიკური ჯგუფი

[wpolling id=”12″ width=”” height=””]