მსოფლიო

ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟამ ოქროს მარაგის 73 % დაკარგა

ძვირფასი მეტალის მსოფლიოში უდიდესმა  სავაჭრო ბირჟამ, – New York COMEX-მა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საწყობებზე ოქროს მარაგის კლება.

მსგავსი რაოდენობის მარაგების მოულოდნელად გამოყენების შედეგად, ოქროს მარაგი 73 პროცენტით შემცირდა და დღეს 74 ათას ტროულ უნციას აღწევს.

წინა წლის მონაცემებთან შედარებით, ოქროს მარაგი 14–ჯერ შემცირდა. მაშინ როცა ბირჟაზე არსებული კონტრაქების მიხედვით, არსებული მოთხოვნა 40 მილიონ ტროულ უნციას აღწევს.

2016 წლის იანვარის ბოლოს კი ნავაჭრი ფიუჩერსების 99,81 პროცენტი ფიზიკური მეტალით არ არს უზრუნველყოფილი, – ძირითადი აქტივების დაუყონებლივ მიწოდებით დადებული 542 შეთანხმებებიდან მხოლოდ ერთის შესრულება არის შესაძლებელი.

2000-2013 წლებში Сomex-ის ბაზრის ფიუჩერსის რეალური ოქროთი დაფარვის შეფადრება 1/25-ს შეადგენდა.

დარეგისტრირებული ოქროს მარაგის სწრაფი კლება 2013 წლის შემოდგომიდან დაიწყო. 2014 წლის დასაწყისში ფიუჩერსების დაფარვის შეფარდება 100-მდე გაიზარდა, შემოდგომაზე კი ეს მაჩვენებელი გასამმაგდა.

[wpolling id=”11″ width=”” height=””]