19/05/2024
Latest:
საზოგადოება

„ოლიმპიურ სოფელში“დევნილთა შესახლება დეკემბერში დასრულდება

ჰუალინგ ჯგუფმა ოლიმპიურ სოფელში დევნილებისთვის განკუთვნილი სახლების რემონტი ორი თვით დააგვიანა და დევნილთა შესახლება დეკემბერში დასრულდება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის დაწყებამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

„დევნილების შესახლება დასრულდება დეკემბერში, თავდაპირველად ხელშეკრულება ხელმოწერილი იყო 298 ბინაზე, დაემატა 32 ბინა და იქნება 330. ორი თვით დააგვიანა ჰუალინგ ჯგუფმა რემონტის დამთავრება, ამ წუთში დასრულებულია შიდა რემონტი და მიმდინარეობს ეზოს კეთილმოწყობა,“

– განაცხადა მინისტრმა.

commersant.ge

[wpolling id=”10″ width=”” height=””]