01/03/2024
Latest:
მსოფლიო

“ოპეკის” შეთანხმებას ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით შესაძლოა არაწევრი ქვეყნებიც შეუერთდნენ

ბოლო ორი კვირაში მსოფლიო ბაზარზე, ნავთობის ფასი 6 %–ით გაიზარდა. მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის ზრდა, გამოწვეულია მსოფლიოს უდიდესი კარტელური ორგანიზაცია „ოპეკის“ გადაწყვეტილებით, რომლის თანახმადაც „ოპეკის“ წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვების შემცირებაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრა არაფორმალურ გარემოში, გასულ თვეს ალჟირში გაიმართა, სადაც „ოპეკის“ წევრი ქბეყნები შეთანხმდნენ, რომ ნავთობის მოპოვება, დღე-ღამეში 32,5-33 მილიონი ბარელით შეიზღუდება. აქამდე “ოპეკის” ქვეყნები 24 საათის განმავლობაში 33,24 მილიონ ბარელს მოიპოვებდნენ. “ოპეკის” შეთანხმების შესახებ ინფორმაციის გავრცელებისთანავე, ნავთობი მსოფლიო ბაზარზე ხუთი პროცენტით გაძვირდა.

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ „ოპეკის“ ამ ქმედებას გრძელვადიანი ეფექტი არ ექნება და ნავთობის ფასის ზრდა მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში მოხერხდება. „აფბას“ ანალიტიკოსის პაატა ბაირახტარის შეფასებით, „ოპეკი“ კვლავ, უშედეგოდ ცდილობს ბაზარზე სიტუაციის მართვას.

„გავიხსენოთ ბოლო პერიოდში „ოპეკის“ ქმედებები, ნავთობ მომპოვებელი ქვეყნების გარერთიანებამ, ბოლო ერთ წელიწადში 3 ჯერ ცადა ბაზარზე ფასების გაზრდა, თუმცა სამივეჯერ უშედეგოდ. ამის მთავარი მიზეზი ირანი იყო, რომელიც მოლაპარაკებებზე უარს აცხადებდა. მართალია დღეს იარანიც ჩაერთო მოლაპარაკებებში, მაგრამ ოფიციალური თეირანი მოპოვების შემცირებას მანამდე არ აპირებს, სანამ მისი დღიური მოპოვება 4 მლნ ბარელს არ გაუტოლდება. ამასგარდა „ოპეკის“ არაფორმალური შეხვედრიდან ძალიან მალე, საუის არბეთის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ „ოპეკი“ ბაზარზე შოკის თავიდან აცილების მიზნით, მოპოვებას მხოლოდ მიზერულად და ისიც ეტაპობრივად შეამცირებს, რასაც პრაქტიკულად ეფექტი არ ექნება საერთაშორისო ბაზრებზე.“

ბაირახტარმა ასევე „ოპეკის“ არაწევრ ქვეყნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ შესაძლოა სამომავლოდ ნავთობის მოპოვება არაწევრმა ქვეყნებმაც შეზღუდონ.

„ნავთობის მოპოვების შეზღუდვაზე უკვე მზაობა გამოთქვა რუსეთმა, ეს მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან რუსეთი ერთ–ერთია, იმ ქვეყნებიდან ვისი ეკონოპმიკაც მნიშვნელოვნად დააზარალა ნავთობზე ფასების ვარდნამ. „ოპეკის“ შემდეგი, ამჯერად უკვე, ოფიციალური შეხვედრა ნოემბერში გაიმართება, სადაც კარტელის წევრი ქვეყნები მოპოვების შემცირებას უფრო ფართო მასშტაბებით განიხილავენ “, – განაცხადა ბაირახტარმა.

გიორგი კაპანაძე