02/05/2024
Latest:
ეკონომიკა

“რუსეთ-თურქეთის მემორანდუმი ავალდებულებს საქართველოს იმუშაოს ალტერნატიულ პროექტებზე”

რუსეთმა და თურქეთმა 2015 წლის ბოლოს შეჩერებულითურქული ნაკადისსახელწოდებით ცნობილი გაზსადენის პროექტი განაახლეს. გაზსადენი შავი ზღვის ფსკერზე ჩაიდება და რუსულ გაზს თურქეთსა და ევროპას ორი მილსადენით მიაწვდის.  

პროექტმა, რომელიც სხვადასხვა მოსაზრებებით გეოპოლიტიკურ ვითარებას ცვლის, ექსპერტებში ორაზროვან განწყობას ქმნის. ყველა თანხმდება, რომ ამ პროექტს გარკვეული გავლება ექნება საქართველოს ენერგოპოლიტიკაზე, თუმცა იქნება ეს პოზიტიური თუ ნეგატიური გაურკვეველია. ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ხედავს ეკონომიკის დოქტორი, ზურაბ გარაყანიძე.

 „10 ოქტომბერს სტაბმულში 23-ე მსოფლიო ენერგო კონგრესზე ხელი მოეწერა რუსეთსა და თურქეთს შორის სამთავრობოთაშორისო ხელშეკრულებას თურქული ნაკადის შესახებ. მე ამა წლის აგვისტიშიც, როდესაც სანქტ პეტერბურგში გამორფმდა ამ ხელშეკრულების წინამორბედი მემორანდუმი პუტინსა და ერდოღანს შორის,  ზოგიერთი ქართველი ექსპერტის ოპტიმიზპის საპასუხოდ, საკმაოდ პესემისტური განწყობა დავაფიქსირე. გარცელებული ხედვა, თითქოს „თურქული ნაკადი“ საქართველოზე გამავალ „სამხრეთის გაზის დერეფანს“ საფრთხეს არ შეუქმნის მცდარი გამოდგა, აღმოჩნდა რომ შეუშლის. პირველ რიგში, ვიტყვი, რომ საკმაოდ რეალისტურია ამ პროექტის განხორციელების პროგნოზი, ჯერ ერთი, უკრაინასა და რუსეთს შორის გაფორმებულ სატრანზიტო ხელშეკრულებას  ვადა 2019 წელს ამოეწურება. ასევე რუსეთს ჩაეშალა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტი“, – განაცხადა ზურაბ გარაყანიძე.

აღსანიშნავია, „თურქული ნაკადის“ მნიშნველობა TANAP-ის პროექტში.

 „რაც შეეხება „თურქული ნაკადის“ გავლენას საქართველოზე, თუკი პირველ ეტაპზე TANAP-ის წარმადობა უნდა იყოს 16 მილიარდი კუბამეტრი წელიწადში,  რომელიც თურქეთისკენ სწორედ საქართველოში გამავალმა „სამხრეთ-კავკასიურმა გაზსადენმა“ უნდა გაატაროს, ამ შემთხვევაში საჭირო გახდება TANAP-ის კიდევ უფრო გაფართოვება. ამ მილსადენის მაქსიმალური წარმადობა 20 მილიარდი კბ.მ-ია და თუ რუსეთ-თურქეთის მილსადენი შეუერთდება საქართველო ამ პროექტში ნაკლებად „საჭირო“ გახდება“, – ამბობს გარაყანიძე

„პუტინსა და ერდოღანს შორის გაფორმებული მემორანდუმი, რომელიც მთლიანად ცვლის გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, პირადად მე საკმაოდ პესიმისტურ განწყობას მიქმნის. შეიძლება ითქვას, რომ ეს ვითარება საქართველოს მთავრობას ავალდებულებს იმუშაოს ალტერნატიულ პროექტებზე“.

გიორგი არაბული