პირველი კორპორაციული ჟურნალი ქართულ ჰიდროენერგო სექტორში
კომპანიამ ,,აჭარისწყალიჯორჯია“ ჰიდროენერგო სექტორში პირველი ორენოვანი, კორპორაციული ჟურნალი გამოუშვა.
ჟურნალი მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: ენერგოსექტორის განვითრების ტენდენციები საქართველოში, ქალების როლი ენერგეტიკაში და ,,აჭარისწყალი ჯორჯიას“ მენეჯმენტში, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა კომპანიის საქმიანობის პროცესში.
,,აჭარისწყალი ჯორჯია“ საქართველოს ენერგოსექტორში უმსხვილეს საინვესტიციო პროექტს – ,,შუახევიჰესს“ ახორციელებს, ჯამური ინვესტიციით 416 მილიონო დოლარი. პროექტის ფარგლებში 730 საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული. კომპანია, ასევე ხელს უწყობს მშენებლობის არეალში მცხოვრებ ადამიანების ცხოვრების დონის გაუმჯობესებას და მაღალმთიანი აჭარის გრძელვადიან განვითარებას.