ავტოსაგზაო შემთხვევა კასპში – დაღუპულია ორი ადამიანი
ავტოსაგზაო შემთხვევა კასპში – ერთმანეთს 2 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა.
„მთავარი არხის” ვებგვერდს შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.