ქალაქი სადაც ყველა მუშაობს, პოლიცია არ არის და ხელფასი 1200 ევროა
ესპანეთის ამ ქალაქში არ არის პოლიცია, დანაშაული და უმუშევრობა. აქ სულ რამოდენიმე ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომლებმაც შეძლეს აეშენებინათ საკუთარი სოციალ-დემოკრატიული უტოპია. საუბარია ქალაქ მარინალედაზე, რომელიც მდებარეობს ესპანეთის სამხრეთში, ანდალუზიის პროვინციაში. ქალაქი დამოკიდებულია მხოლოდ ერთ, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივზე.
ერთი შეხედვით მარინალდა არაფრით არ განსხვავდება რეგიონის სხვა ქალაქებისგან. ქალაქის ადგილობრივებმა შეძლეს მოეწყოთ უნიკალური ანტიკაპიტალისტური საზოგადოების შექმნა. 2008 წელს ფინანსური კრიზისის დაწყებისას, ქალაქმა მერად აირჩია ხუან მანუელ სანჩეს გორილო, რომელსაც იმ დროისთვის მეტსახელად ჰქონდა „ესპანელი რობინ ჰუდი“. მან სახელი გაითქვა სუპერმარკეტებზე რეიდების სერიების ორგანიზებით, როცა პროტესტის ნიშნად ადამიანები მაღაზიებს ძარცვავდნენ და გამოჰქონდათ ჩვეულებრივი საკვები პროდუქტი: კარაქი, ბრინჯი, მარცვლეული. მოლარეები უყურებდნენ ამ განუკითხაობას და ტიროდნენ, რადან მათი დამხმარე არავის იყო.
გორდილი ინტერვიუებში აცხადებდა, რომ ეს ძარცვა კი არ იყო, არამედ ადამიანების მიერ ჩადენილი არაძალადობრივი ქმედება, რომელიც გამოწვეული იყო მათი სიღარიბის გამო. ის აღნიშნავდა, რომ ბევრ ადამიანს არ აქვს იმის საშუალება მაღაზიაში წავიდეს და პროდუქტი შეიძინოს, XXI საუკუნეში ეს სირცხვილია.
გორდილომ, ქალაქის მერმა მიიღო გადაწყვეტილება: ის, ვისაც სურს საკუთარი სახლის აშენება, ამას შეძლებს უფასოდ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სახლის საერთო ფართი არ აღემატება 192 მ2-ს. მასალებს და მუშა ხელს აფინანსებს მუნიციპალიტეტი. ოჯახი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას იღებს იხდის თვეში მხოლოდ 15 ევროს მთელი ცხოვრების მანძილზე და კიდევ, თუ სახლის მფლობელი გადაწყვეტს მის გაყიდვას, მას უფლება არ აქვს მერიის გარდა ვინმეზე გაასხვისოს უძრავი ქონება.
ანდალუზიაში ახლა ძალიან დიდი უმუშევრობაა, მოსახლეობის 37-55% დაახლოებით. მარინალედეში ცხოვრობს 2700 ადამიანი და ყველა მათგანი მუშაობს ერთი და იგივე სამსახურში- ადგილობრივ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივში, საიდანაც მიღებულ შემოსავალს მოქალაქეები თანაბრად იყოფენ. საშუალოდ თვეში 1200 ევრო გამოდის. რეგიონში, სადაც ყოველი მესამე ადამიანი სამსახურს ვერ შოულობს, ეს ფანტასტიური შედეგია.
„ჩვენ უნდა გადავხედოთ ჩვენს ფასეულობებს, საზოგადოების სამომხარებლო ფასეულობებს. თუ ცოტა ხნით დავივიწყებთ ფულს, ეგოიზმს და ინდივიდუალიზმს, შეგვიძლია მივიღოთ უფრო წარმატებული, ბედნიერი და სამართლიანი საზოგადოება. მარინალედა- ამის ერთი პატარა მაგალითია. ჩვენ გვინდა ეს გამოცდილება მთელ მსოფლიოში გავავრცელოთ, ჩვენ მოვძებნით კარგ სოციალურ- კომერციულ ქსელს, რომელიც ამაში დაგვეხმარება“- აცხადებს გორდილო ქალაქის მერი.