18/05/2024
Latest:
მსოფლიო

კალიფორნიის ლატარიის კომპანია ეძებს მოქალაქეს, რომელმაც $63 მილიონი მოიგო

კალიფორნიაში, ლატარიის ბილეთის მფლობელს ეძებენ, რომელმაც 63 მილიონი აშშ დოლარი მოიგო – აღნიშნულის შესაებ Associated Press-ი წერს.

ლატარიის პრესმდივნის განცხადების მიხედვით, ჯეკპოტის მფლობელი ჯერ კიდევ არ გამოჩენილა.

“ამ ეტაპზე, შეგვიძლია დანამდვილებით ვთქვათ, რომ მომგებიანი ბილეთი ჯერჯერობით არავის წარუდგენია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, მფლობელის პოვნის მიზნით, ძალიან ბევრი განცხადება გავაკეთეთ”, – აცხადებენ ლატარიის კომპანიაში.

იმ შემთხვევაში, თუ ბილეთის მფლობელი არ გამოჩნდება, თანხა სახელმწიფო სკოლებზე გადანაწილდება.

ipress.ge