საზოგადოება

ქუთაისში 9 410 000 ევროს ღირებულების სამი სტადიონის მშენებლობა იწყება

ქუთაისში სამი სტადიონის მშენებლობა იწყება. ამასთან დაკავშირებით  26 სექტემბერს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ქუთაისს ეწვევა. მინისტრი  ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სამი სტადიონის მშენებლობის დაწყების აღსანიშნავად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე , შერვაშიძის #53, შენობის საძირკველში სიმბოლურ კაფსულას ჩაუშვებს.  სტადიონი ორ ადგილზე, ნიკეას დასახლებაში და ახალი პარლამენტის ტერიტორიაზე აშენდება, რომლებიც ფეხბურთის და რაგბის გუნდებისთვის იქნება განკუთვნილი.

სამუშოებს სლოვაკური კომპანია ,,Autokomodex Trnava spol.sro“ გაუძღვება.პროექტის  ღირებულება 9. 410. 000 ევროა. სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყება და 2017 წლის მაისში დასრულდება. პროექტის თანახმად თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების 10 საფეხბურთო და 10 სარაგბო სტადიონი აშენდება.

წყარო: newpress