02/05/2024
Latest:
საზოგადოება

საქართველოს მოსახლეობის ფინანსური განათლება საშუალო დონეზეა

სებ-ის ინიციატივით, EFSE DF-ის მხარდაჭერით, ჩატარებული კვლევით (1 100 გამოკითხული) ხშირ შემთხვევაში მომხმარებელს ფინანსური პროდუქტებზე არასათანადო ცოდნა აქვს და შესაბამისად, ნაკლებად იყენებს. ბევრი ფულს სახლში ინახავს და მხოლოდ მოკლევადიანი ფინანსური მიზანი აქვს, ან საერთოდ არ გააჩნია ფინანსური მიზანი.

კვლევის  ფინანსური განათლების მიმართულებით ქვეყანაში არსებული გამოწვევებსა და ხარვეზებს წარმოაჩენს, ამავდროულად ნაჩვენებია გზები – როგორ ამაღლდეს ცოდნა.

შედეგები საზოგადოებას 29 ივლისის კონფერენციაზე სახელწოდებით “ფინანსური განათლება ფინანსური კეთილდღეობისთვის” წარუდგინეს. აღნიშნული კონფერენცია გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის (SBFIC) მხარდაჭერით გაიმართა.

კვლევის შედეგებმა ცხადყო, რომ საქართველოს მოსახლეობას საბაზისო ფინანსური ცნებების – როგორიცაა პროცენტი, რისკები და უკუგება, ინფლაცია – დამაკმაყოფილებელი ცოდნა აქვს. გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ამა თუ იმ ფორმით ზოგავს ფულს, ხოლო გამოკითხულთა 87%-მა აღნიშნა, რომ მონაწილეობას იღებს პირადი ან ოჯახის მნიშვნელოვანი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებაში.

ქვეყანაში დაფიქსირებული შედეგები ჩართული იქნება საერთაშორისო შედარებით ანგარიშში, რომელსაც OECD მიმდინარე წლის ბოლომდე გამოსცემს.