07/05/2024
Latest:
მსოფლიო

ქვეყნები, სადაც უმუშევრობის დონე 1%-ზე ნაკლებია

მსოფლიოში უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონე ყატარშია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2014 წელს ამ ქვეყანაში უმუშევრობის დონემ საშუალოდ 0.3% შეადგინა. მეორე ადგილს ამ კუთხით, კამბოჯა იკავებს 0.4%-ით, მესამეს – რუანდა 0.6%-ით, მეოთხეს კი ტაილანდი 0.9%-ით. ამ ქვეყნების გარდა, უმუშევრობის ყველაზე დაბალი დონით გამოირჩევა ასევე ბენინი (1%), ლაოსი (1.4%), გვინეა(1.8%) და მაკაო (1.5%).

რაც შეეხება იმ ქვეყნებს, სადაც ყველაზე მაღალია უმუშევართა რიცხვი, პირველ ადგილზე 2014 წლის მონაცემებით, მავრიტანია გავიდა 31%-ით. მეორე ადგილას მაკედონია და ბოსნია და ჰერცოგოვინაა. ამ ორ ქვეყანაში უმუშევრობის ერთი და იგივე მონაცემი – 27.9% დაფიქსირდა.

უმუშევართა დიდი რაოდენობით გამოირჩევა ევროკავშირის ორი ქვეყანა საბერძნეთი (26.3%) და ესპანეთი (24.7%), ვინაიდან სწორედ ამ ქვეყნებზე აისახა ყველაზე მწვავედ ევროზონის ეკონომიკური კრიზისი. ამასთან, მსოფლიოს მასშტაბით, უმუშევრობის მაღალი დონეა ლესოთოსა (26.2%) და სამხრეთ აფრიკაშიც (25.1%).

საქართველოში კი მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2014 წელს უმუშევრობის დონემ 13.4% შეადგინა. მაშინ როდესაც 2013 წელი 14.6% იყო.

წყარო: Allnews