01/03/2024
Latest:
ეკონომიკა

რა ასახვას ჰპოვებს აზერბაიჯანში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებები საქართველოს ეკონომიკაზე

აზერბაიჯანში საკანონმდებლო ცვლიბები მიმდინარეობს, რაც სავარაუდოდ, სამომავლოდ ასახვას ჰპოვებს ეკონომიკური კუთხითაც აზერბაიჯანის სავაჭრო პარტნიორებთან. საკანონმდებლო ცვლიბებები არ შეეხება საქართველოს, რადგან ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაა გაფორმებული.

მედია დაინტერესდა, რამდენად შეეხება ქართულ პროდუქციას აზერბაიჯანის მიერ ზოგიერთი სახეობის პროდუქციის იმპორტზე საბაჟო განაკვეთების გაზრდის გადაწყვეტილება. ჟურნალისტებმა აზერბაიჯანული სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრს თუ რა გავლენას იქონიებდა ეს ქვეყნის ეკონომიკაზე.

“აზერბაიჯანში მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ აღნიშნული არ იმოქმედებს ჩვენს სავაჭრო ურთიერთობებსა და ბრუნვაზე, ჩვენ აზერბაიჯანთან გაგვაჩნია ორმხრივი და მრავალმხრივი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები. შესაბამისად, ამ შეთანხმებების მიხედვით, საქართველოში ნაწარმოებ პროდუქციაზე ექსპორტის და იმპორტის გადასახადი არ გაიზრდება” – ამის შესახებ დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს  დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.