09/05/2024
Latest:
საზოგადოება

“რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნების თარიღს, მით უფრო გაიზრდება “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი”

სოციოლოგი ვალერიან გორგილაძე აცხადებს, რომ NDI ამერიკული ინსტიტუტია, რომლის კვლევების შედეგების პროგნოზირება მისთვის ძალიან მარტივია.

მისი თქმით, ორი დღის წინ ზუსტად იცოდა, რა შედეგებს გამოაქვეყნებდა დღეს ორგანიზაცია და შეუძლია კვლევებთან დაკავშირებით კიდევ ერთი პროგნოზი დადოს.

“რაც უფრო მივუახლოვდებით არჩევნების თარიღს, მით უფრო გაიზრდება “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგი და შესაბამისად, უფრო დაიკლებს “ქართული ოცნების” რეიტინგი .
რადგან NDI არის ამერიკული ინსტიტუტი, დაიკლებს ასევე პრორუსული პოლიტიკური პარტიების რეიტინგიც. ისედაც დაკლებული აქვს. დღევანდელ კვლევებში რატომღაც აღმოჩნდა, რომ შალვა ნათელაშვილის რეიტინგი აღემატება “პატრიოტთა ალიანსის”, “დემოკრატიული მოძრაობის” რეიტინგებს. მოკლედ, ამ აბსურდის კომენტირების სურვილი არც მაქვს. NDI-ს მესვეურების და მათი ოპერატორის, “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ჩამოყალიბებულ ე.წ. საზომი ცენტრის – CRRC – ის სინდისზე იყოს, რომელიც ასე ბეჯითად ასრულებს მოძრაობის შეკვეთებს”, – განაცხადა სოციოლოგმა “პირWელთან” საუბარში.
NDI-ს გამოკითხვის თანახმად, ხვალ რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 15% მხარს „ქართულ ოცნებას“ მისცემდა.
გამოკითხულთა 38%-მა არ იცის ხმას ვის მისცემდა. „ნაციონალურ მოძრაობას“ 13% დაუჭერდა მხარს, „თავისუფალ დემოკრატებს“ გამოკითხულთა 6% მისცემდა ხმას, ხოლო „პატრიოტთა ალიანსს“ გამოკითხულთა 3% აპირებს, რომ მხარი დაუჭიროს. “ლეიბორისტებს” – 4%,  12 %-მა პასუხზე უარი განაცხადა.  არც ერთი პარტია – 6 %.  სხვა პარტიები – 3%. ამასთან, პარტიები, რომლებიც დაასახელეს რესპონდენტების 3 % – ზე ნაკლებმა: “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობა”, “თავისუფალი საქართველო”, “ახალი მემარჯვენეები”, “გირჩი”, “საქართველოს გზა”.
წყარო: pia.ge